გურამ მაჭარაშვილი: „ლელო” და გახარია არჩევნებში თავიდანვე უშანსოდ იყვნენ და ეს გამოჩნდა კიდეც – კანდიდატებზეც კი ვერ შეთანხმდნენ

„ლელო” და გახარია არჩევნებში თავიდანვე უშანსოდ იყვნენ და ეს გამოჩნდა კიდეც – კანდიდატებზეც კი ვერ შეთანხმდნენ”,- ამის შესახებ „ხალხის ძალის” ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„ნაცმოძრაობას” და მათ ფილიალებს არანაირი შანსი არც ჰქონდათ და არც ექნებათ არცერთ არჩევნებში. ეს ძალიან კარგად იციან დედა „ნაცმოძრაობაში” და ამიტომაცაა, რომ მონაწილეობას არ იღებენ და აირჩიეს ვითომ ბოიკოტის გზა. რაც შეეხება „ლელოს” და გახარიას, ასევე აქაც უშანსოდ იყვნენ და გამოჩნდა კიდეც. თვე-ნახევარია დარჩენილი არჩევნებამდე და ჯერ კანდიდატებზეც ვერ შეთანხმდნენ – არამც თუ 64 მუნიციპალიტეტში, დედაქალაქშიც კი ვერ შეთანხმდნენ. ორი სუბიექტია, ორი ფილიალია „ნაცმოძრაობის” და აქვთ ჩხუბი ერთმანეთში, ვინ სად, რომელ კანდიდატურას დააყენებს. თავიანთი ამომრჩევლებიც უყურებენ ამას და რა თქმა უნდა, არ სიამოვნებთ“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, „ქრონიკის“ ინფორმაციით, ამ დროისთვის „ლელო საქართველოსთვის“, თბილისის მერობის კანდიდატად ალეკო ელისაშვილისა და მერაბ სეფაშვილის კანდიდატურებს განიხილავს, რასაც გიორგი გახარია არ ეთანხმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები