ირაკლი სესიაშვილი: სერიოზული ტერაქტი აღიკვეთა და გადარჩა სახელმწიფო ინტერესები

მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთის აფეთქებასთან ტერორისტული ორგანიზაციების კავშირი არ დასტურდება, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს.
“შემიძლია გავიმეორო, რომ “ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირები არ იკვეთება, ასევე არ იკვეთება კავშირები ტერორისტულ ორგანიზაციებთან, რომლებიც ასოცირდებიან კავკასიასთან. ამასთან, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა იმაზეც ისაუბრა, რომ უკრაინასთან გარკვეული კავშირები აქვს და შეიძლება, ვიღაცას აქ დამატებითი კითხვები გაუჩნდეს. თავს უფლებას არ მივცემ, რომ ვარაუდები გამოვთქვა”, – განაცხადა სესიაშვილმა.
ირაკლი სესიაშვილის თქმით, არსებობს კითხვები, რომლებსაც პასუხს გამოძიება გასცემს.
“მივესალმები და ვულოცავ ამ წარმატებით განხორციელებულ საქმეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. მიუხედავად იმისა, რომ სამწუხაროდ, ხშირად გვესმის ხოლმე ჩვენი ოპონენტების მხრიდან, ამ უწყების დისკრედიტაცია, მგონი, ყველა ვხვდებით, რომ ქვეყანაში უსაფრთხოების, მშვიდობის ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედი სწორედ უსაფრთხოების სამსახურია. სერიოზული ტერაქტი იქნა აღკვეთილი და გადარჩა სახელმწიფო ინტერესები. ჩვენს ქვეყანას აქვს სტაბილური და უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი, ამიტომ არის, რომ ბევრი ტურისტი, ბევრი ინვესტიცია შემოდის. ასეთი დარტყმა რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზულ ზიანს მიაყენებდა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, მის იმიჯს. უნდა დაველოდოთ გამოძიებას. დღეს მქონდა კომუნიკაცია უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთან და თავადაც არიან მოწოდებული, რომ დროულად და ეფექტურად გამოიძიონ აღნიშნული საკითხი”,-აღნიშნა სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები