გიორგი მარგველაშვილი: ქართველი ხალხი თანაუგრძნობს და დგას მეგობარი თურქი ერის გვერდით

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თურქეთში, ქალაქ გაზიანთეფში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს. მისი განცხადებით, ქართველი ხალხი თანაუგრძნობს და დგას მეგობარი თურქი ერის გვერდით.
”მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთში, ქალაქ გაზიანთეფში მომხდარი ტერაქტის გამო, რომელმაც რამდენიმე ათეული უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. საქართველო მკაცრად გმობს ტერორიზმს. ქართველი ხალხი თანაუგრძნობს და დგას მეგობარი თურქი ერის გვერდით. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვლმა.
თურქეთის ქალაქ გაზიანთეფში ქორწილის დროს მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპული ადამიანების რაოდენობა 50-მდე გაიზარდა. დაშავებულთა რიცხვმა კი 100-ს მიაღწია. ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ტერაქტის ორგანიზებაში ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ დაადანაშაულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები