გიორგი მარგველაშვილი თურქეთში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მწუხარებას გამოთქვამს თურქეთის რესპუბლიკის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქალაქ გაზიანთეფში მომხდარი ტერაქტის გამო, რასაც, ამ დროის მონაცემებით, ემსხვერპლა 50, ხოლო დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი.
პრეზიდენტი დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.
„მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთში, ქალაქ გაზიანთეფში მომხდარი ტერაქტის გამო, რომელმაც რამდენიმე ათეული უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. საქართველო მკაცრად გმობს ტერორიზმს. ქართველი ხალხი თანაუგრძნობს და დგას მეგობარი თურქი ერის გვერდით. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს“, – აღნიშნავს პრეზიდენტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები