ტარიელ ხეჩიკაშვილი: ეს ოლიმპიადა ქართული სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იქნება

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ქართველ სპორტსმენს გენო პეტრიაშვილს რიო- დე-ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლის მოპოვებას ულოცავს.
მისი შეფასებით, ეს ოლიმპიადა ქართული სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იქნება.
”მინდა ჩვენს გულშემატკივრებს მივულოცო ქართველი ფალავნის მორიგი წარმატება. ძალიან კარგად გამოვიდა. განსაკუთრებით დამაჯერებელი იყო ბრინჯაოს მედლისთვის მისი ბრძოლა. ახალგაზრდა ფალავანია. პირველი ოლიმპიადა იყო, ყველაფერი წინ აქვს. ის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად ითვლება და იმედია, რომ მომდევნო ოლიმპიადაზე ბრინჯაოს ოქროში გადაცვლის. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დღევანდელ დღეს ჩვენი ფალავნებიც ივაჟკაცებენ და მორიგი ახალი წარმატებით დავასრულებთ ოლიმპიადას. ეს ოლიმპიადა ცალსახად იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული სპორტის ისტორიაში”, – განაცხადა ხეჩიკაშვილმა.
რიო-დე-ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალ ჭიდაობაში ქართველმა სპორტსმენმა გენო პეტრიაშვილმა (125) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები