თურქეთში ქვეყნის მთავარმა პროკურორმა თანამდებობა დატოვა

   თურქეთში მაღალჩინოსნების განთავისუფლების პროცესი გრძელდება. ამჯერად ქვეყნის მთავარმა პროკურორმა და მისმა ხუთმა მოადგილემ დატოვა პოსტი. გარდა ამისა, სამსახურიდან დაითხოვეს, ან ჩამოაქვეითეს პროკურატურის 20-მდე თანამშრომელი. თურქეთის მთავრობასა და ძალოვან უწყებებში განთავისუფლების სერია კორუფციული სკანდალის შემდეგ დაიწყო. პროკურატურაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებამდე სამსახურიდან 16 პროვინციის პოლიციის უფროსი დაითხოვეს, მანამდე კი ანკარაში 350-მდე სამართალდამცველი გაანთავისუფლეს, მათ შორის ისინიც, ვინც დეკემბერში გახმაურებულ კორუფციულ სკანდალს იძიებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები