ავღანეთში მყოფი ქართველი სამხედრო მოსამხურეები საპარლამენტო არჩევნებში ხმას პირველ ოქტომბერს მისცემენ

ცესკომ საზღვარგარეთ დისლოცირებულ საქართველოს შეიარაღებულ ნაწილებში მოსამსახურე საქართველოს მოქალაქეების საპრალამენტო არჩევნებში მონაწილეობის წესი დაამტკიცა.

როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, განკარგულების თანახმად, ავღანეთში გაიხსნება ორი საარჩევნო – ბაგრამისა და მაზარი-შარიფის უბანი.

“კენჭისყრა გაიმართება 2016 წლის 1 ოქტომბერს, დილის 08.00 საათიდან 20.00 საათამდე, ადგილობრივი დროით. გადასატანი საარჩევნო ყუთი უბანში შეიძლება დაბრუნდეს 20,00 საათის შემდგომ.

1 ოქტომბერს ფორსმაჟორული გარემოებების შესაძლო მოვლენების შემთხვევაში, კენჭისყრა შეიძლება გაიმართოს გარემოებების აღმოფხვრიდან მომდევნო დღეს, მაგრამ არაუგვიანეს 4 ოქტომბრისა”, – განაცხადა მიქელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები