პრემიერი: ვულოცავ ზაზა ნადირაძეს და მადლობას ვუხდი ჩვენი ქვეყნის სახელის კიდევ ერთხელ ღირსეულად წარმოჩენისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ქართველი ოლიმპიელის, ზაზა ნადირაძის მიერ რიოს ოლიმპიურ თამაშებზე, ნიჩბოსნობაში მოპოვებულ წარმატებას ეხმაურება და ზაზა ნადირაძეს მიღწეულს ულოცავს. 14055691_506055149600673_1815009140_n
„კიდევ ერთმა ჩვენმა ოლიმპიელმა გაგვახარა – ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ, რიოს ოლიმპიური თამაშების ფინალში, 8 საუკეთესო სპორტსმენს შორის, მე-5 ადგილი დაიკავა, რაც დიდი წარმატებაა. სპორტის ამ სახეობაში ასეთ შედეგს პირველად მივაღწიეთ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ამ წარმატებამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ სახელმწიფომ სპორტის ამ სახეობას მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს და ეს ასეც იქნება. ვულოცავ ზაზას და მადლობას ვუხდი ჩვენი ქვეყნის სახელის კიდევ ერთხელ ღირსეულად წარმოჩენისთვის. დარწმუნებული ვარ, მას წინ დიდი გამარჯვებები ელის“, – აღნიშნავს გიორგი კვირიკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები