განხეთქილება პაატა ბურჭულაძის პარტიაში – იოსებ ხიმშიაშვილი პარტიიდან წამოსვლის მიზეზებზე საუბრობს

იოსებ ხიმშიაშვილი, რომელმაც თანაგუნდელებთან ერთად მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის” დღეს დატოვა, წამოსვლის მიზეზებზე საუბრობს.
ხიმშიაშვილის ინფორმაციით, მოძრაობიდან წამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ პარტიის ხელმძღვანელობა კონსულტაციებს აწარმოებს ”ახალ საქართველოსთან”, ”გირჩთან” და ”ნაციონალურ მოძრაობასთან” გაერთიანებასთან დაკავშირებით, რაც მისთვის მიუღებელია.
ამასთან, ხიმშიაშვილი ფინანსურ პრობლემებსაც ასახელებს და აცხადებს, რომ 2 თვეა ხელფასი არ გაცემულა.
შეგახსენებთ, რომ იოსებ ხიმშიაშვილმა და კიდევ 25-მა პირმა, დღეს მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის” დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები