პაატა ბურჭულაძის თბილისის შტაბის უფროსმა, გუნდთან ერთად, პარტია დატოვა

პაატა ბურჭულაძის პარტიის თბილისის შტაბის უფროსმა, გუნდთან ერთად, პარტია დატოვა. ისნის მე-10 საარჩევნო ოლქის აღმასრულებელმა მდივანმა იოსებ ხიმშიაშვილმა პარტიაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრა და ის მიზეზები განმარტა, რის გამოც პოლიტიკური მოძრაობის დატოვება გადაწყვიტა.
ხიმშიაშვილის განცხადებით, ბურჭულაძის პარტიის ხელმძღვანელობა  შემჩნეულია “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებთან აქტიურ კავშირში და აწარმოებს გაურკვეველ მოლაპარაკებებს “ნაციონალური მოძრაობის” სატელიტ პარტიებთან.
„პარტიის ხელმძღვანელობას ასევე გააჩნია საკმაოდ დიდი ფინანსური დავალიანება, როგორც ოფისების მეპატრონეების, ასევე პარტიაში მომუშავე პირების მიმართ. იმ პრობლემების ფონზე, როდესაც პარტიაში არ არის არანაირი ფინანსური რესურსი და  ბოლო ორი თვის განმავლობაში, არ გაცემულა ხელფასები,  პარტიის ლიდერი, პაატა ბურჭულაძე აძლევს თავს უფლებას, მიემგზავრება საზღვარგარეთ და იწყობს საზაფხულო დასვენებას ფეშენებელურ სასტუმროში.
ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მე და ჩემი თანაგუნდელები ვემიჯნებით “ნაციონალური მოძრაობის” წევრებთან კავშირს და პაატა ბურჭულაძის მხრიდან, თავისი პარტიის წევრების მიმართ უპასუხისმგებლო, დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას, რის გამოც ვტოვებთ აღნიშნულ პარტიას”, – აცხადებს იოსებ ხიმშიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები