ცესკო: საკრებულოს შუალედური არჩევნები შესაძლოა, საპარლამენტო არჩევნებს დაემთხვეს

ცესკო-ს კანონდებლობის თანახმად, საკრებულოს შუალედური არჩევნები შესაძლოა, საპარლამენტო არჩევნებს დაემთხვეს, – ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ცესკო მაქსიმალურად შეეცდება, რომ შუალედური არჩევნები დაემთხვეს საპარლამენტო არჩევნებს.
„ცესკო უზრუნველყოფს შუალედური არჩევნების ჩატარებას და ორგანიზებას. კანონით განსაზღვრულ ვადებში დაინიშნება შაულედური არჩევნები. ცესკო იმსჯელებს და მაქსიმალურად შეეცდება, რომ შუალედური არჩევნები დაემთხვეს საპარლამენტო არჩევნებს. შუალედური არჩევნები ინიშნება არჩევნებამდე არაუგვიანეს 50 დღისა. ცესკო შეეცდება ადმინისტრაციული რესურსების დაზოგვის გამო შუალედური არჩევნები დაემთხვეს საპარლამენტო არჩევნებს“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოს სამ დეპუტატს ბექა ნაცვლიშვილს, ნინო გოგუაძეს და ირაკლი აბუსერიძეს საკრებულოს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდათ. პარტია „ქართულმა ოცნებამ“ თბილისის სხვადასხვა ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები