დოკუ უმაროვი მოკლეს?

   ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი აცხადებს, რომ დოკ უმაროვი შესაძლოა, მოკლეს. მისივე თქმით, მას აქვს სამხილები იმისა, რომ ჩეჩენი ისლამისტი მებრძოლი ცოცხალი აღარ არის.
“99 პროცენტით დარწმუნებულები ვართ, რომ უმაროვი ერთ-ერთი ოპერაციის დროს მოკლეს. არსებობს ამის სამხილებიც, თუმცა ამ დრომდე მისი ცხედარი ვერ იპოვეს. ჩვენ განვაგრძობთ ძებნას”, – აცხადებს ჩეჩნეთის პრეზიდენტი. რამზან კადიროვის თქმით, ის, ძირითადად, სატელეფონო ჩანაწერს ეყრდნობა, რომელშიც ორი ისლამისტი მებრძოლი უმაროვის ნაცვლად სხვა ლიდერის არჩევაზე საუბრობს, რაც, ჩეჩნეთის პრეზიდენტის თქმით, იმის მანიშნებელია, რომ უმაროვი მკვდარია.
რამზან კადიროვი სხვა სამხილებს არ ასახელებს. ჩეჩნეთის პრეზიდენტმა უმაროვის სიკვდილის შესახებ გასული წლის დეკემბერშიც გაავრცელა ინფორმაცია, თუმცა მაშინაც და ახლაც რუსეთის სპეცსამსახურებმა განცხადეს, რომ მათ დოკ უმაროვის სიკვდილის შესახებ არანაირი ცნობა არ აქვთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები