გიორგი პაპუაშვილი შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის მესამე ნომრად დასახელდეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის მესამე ნომრად დასახელდეს.
როგორც „ინფო 9“-სთვის გახდა ცნობილი, მოსამართლეებზე ზეწოლასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე დაწყებული გამოძიების დასრულების შემდეგ, პაპუაშვილი შესაძლოა, ამომრჩეველმა „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიაში იხილოს.
არსებული ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლის შესაძლო ფაქტები არ დადასტურდა, „ნაცმოძრაობა“ პაპუაშვილის პოლიტიკურ საქმიანობაში გადავა, თუმცა, წყაროს ინფორმაციით, პაპუაშვილი ჯერჯერობით არც განცხადებას გააკეთებს და არც ინფორმაციას დაადასტურებს, ვინაიდან ის რომელიმე მოსამართლისგან მის მიერ დასახელებული ზეწოლის ფაქტის დადასტურებას ელის.
„ინფო 9“-ს აღნიშნული ინფორმაცია საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახურში არ დაუდასტურეს. მათი განცხადებით, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილმა ხელისუფლების სასარგებლოდ გადაწყვეტილების მისაღებად, მოსამართლეების მიზანმიმართულ ზეწოლასა და დაშანტაჟებაზე განცხადება რამდენიმე დღის წინ გააკეთა. პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ მუქარა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე მიმდინარე საქმეებს ეხება.
პაპუაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, მთავარ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, მოსამართლეების დაკითხვა მიმდინარეობს.
მთავარმა საგამოძიებო უწყებამ დღეს, საქმის გამოძიების შესახებ შუალედური ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც, გამოკითხულთაგან მათ მიმართ ვინმეს მხრიდან რაიმე სახის ზეწოლის, ან სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით სასამართლოს საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით ჩარევას ყველა უარყოფს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები