საგარეჯოში ავტობუსი გზიდან გადავარდა – დაღუპულია მძღოლი

საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

არსებული ინფორმაციით, საგარეჯო-ბადიაურის ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

შემთხვევის შედეგად მძღოლი ადგილზე დაიღუპა, ხოლო დაშავდა კიდევ სამი ადამიანი.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები