დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნჰემი გახდება

ენდი ბერნჰემი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ახალი ლიდერი გახდა.

ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს მმართველი პარტიის ეროვნული აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელმა, შაბანა მაჰმუდმა, სპეციალურ კონფერენციაზე განაცხადა.

ლეიბორისტული პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 56 წლის პოლიტიკოსი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დაიკავებს, მას შემდეგ, რაც კირ სტარმერმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. დაუნინგ სტრიტზე ლიდერის ცვლილება 20 ივლისს არის დაგეგმილი.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერობის კანდიდატების წარდგენის ვადა 15 ივლისს დასრულდა, თუმცა დიდი მანჩესტერის ყოფილი მერის, ბერნჰემის გარდა, კანდიდატად კენჭს არავინ იყრიდა . მან 403 ლეიბორისტული პარტიის პარლამენტარიდან 369-ის და პარტიასთან აფილირებული ყველა პროფკავშირის მხარდაჭერა მიიღო. ამრიგად, ის ლეიბორისტული პარტიის უკონკურენტო ლიდერი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები