გურამ მაჭარაშვილი: 8 აგვისტოს, როდესაც მთელი საქართველო ვიხსენებთ იმ გმირებს, რომლებიც დაეცნენ საქართველოს ინტერესების დასაცავად ბრძოლაში, ეს ხალხი ჩადის ლგბტ დროშების ასაფრიალებლად უცხოეთში
“ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი “თბილისი პრაიდის“ წევრების 8 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის 18 წლისთავზე, ბელგიაში, ანტვერპენის პრაიდში მონაწილეობას გამოეხმაურა.
„8 აგვისტოს, როდესაც მთელი საქართველო ვიხსენებთ იმ გმირებს, რომლებიც დაეცნენ საქართველოს ინტერესების დასაცავად ბრძოლაში, ეს ხალხი ჩადის ლგბტ დროშების ასაფრიალებლად უცხოეთში. აქ საქართველომ უნდა იგლოვოს ის ჯარისკაცები და ასევე გავიხსენოთ მათი გმირობა, ეს ხალხი ჩავა და იქ ლგბტ დროშებს აფრიალებს და იტყვის, რომ კაცების ქორწინება უნდა დაკანონდეს საქართველოში. აი, ესაა ახლა ასარჩევი“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.