„ახლა მოლაპარაკება არ მინდა“ – ტრამპი ირანთან ომის დასრულებაზე
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამჟამად ირანელებთან მოლაპარაკებებს არ აპირებს.
Fox News-თან ინტერვიუში ტრამპმა წუხილი გამოთქვა, რომ ირანის რეჟიმი „ბოროტია“ და ირანის ახალ დელეგაციაზე მიუთითა, როგორც მათზე, „ვინც შეთანხმების მიღწევას ხელს უშლის“.
კითხვაზე, ჰქონდა თუ არა აშშ-ს საქმე „არასწორ ადამიანებთან“, ტრამპმა უპასუხა: „კარგი, ახლა არ მინდა მოლაპარაკება. ვუთხარი: „მოდით, მოლაპარაკებებს ნუღარ ვაწარმოებთ“. სამი დღის წინ შეთანხმება გვქონდა“.
როდესაც ჰკითხეს, ბოლოს როდის ესაუბრა ირანელ ოფიციალურ პირს, ტრამპმა უპასუხა, რომ მისმა „წარმომადგენლებმა“ ირანელებთან „ერთი საათის წინ“ ისაუბრეს.
თეთრი სახლის ლიდერს ამ საუბრების შინაარსი არ დაუკონკრეტებია, თუმცა, ხაზი გაუსვა, რომ ირანელები სასოწარკვეთილად ცდილობენ შეთანხმების მიღწევას.
„მათ სურთ შეთანხმების დადება, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა შეთანხმებას დებენ, არღვევენ მას“, – თქვა ტრამპმა. „მათ არ სურთ სიკვდილი. ხალხს არ სურს სიკვდილი“.