მარიამ ქვრივიშვილი ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში, შანხაის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში ორგანიზებულ გამოფენას ეწვია, სადაც უახლეს ციფრულ მიღწევებსა და ხელოვნური ინტელექტის განვითარების სტრატეგიულ მიმართულებებს გაეცნო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში, შანხაის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში ორგანიზებულ გამოფენას ეწვია. ღონისძიებაზე დელეგაციებს მასპინძლობა შანხაის მერის მოადგილემ ჭუ მინმა გაუწია.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, ადგილზე გაცნობოდნენ უახლეს ციფრულ მიღწევებსა და ხელოვნური ინტელექტის განვითარების სტრატეგიულ მიმართულებებს.
ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციასა და ხელოვნური ინტელექტის გლობალური მმართველობის საკითხებზე მაღალი დონის შეხვედრაში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად მოადგილეები: გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი მონაწილეობენ.