აშშ-ის ხელისუფლებამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებიდან სტადიონებთან 700-ზე მეტი დრონი ამოიღო

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებიდან მოყოლებული, აშშ-ის ხელისუფლებამ მსოფლიო ჩემპიონატის სტადიონებისა და ფან-ზონების მიმდებარე აკრძალულ საჰაერო სივრცეში 700-ზე მეტი უნებართვო დრონი აღმოაჩინა და ამოიღო.

ამის შესახებ FBI-ის მიერ X-ში გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

FBI-ის ინფორმაციით, უნებართვო დრონები 11 მასპინძელ ქალაქში დაფიქსირდა. რამდენიმე პირი კი აკრძალული საჰაერო სივრცის დარღვევის გამო დააკავეს.

„სამართალდამცავ ორგანოებს, FBI-სა და სამშობლოს უსაფრთხოების დეპარტამენტს შორის უპრეცედენტო კოორდინაციის წყალობით, ტურნირის დაწყებიდან მოყოლებული, აშშ-ის 11-ვე ქალაქის, სადაც მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება, ფრენის აკრძალვის ზონებიდან 700-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი ამოიღეს“, – ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.

აშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის (FAA) განცხადებით, აკრძალულ საჰაერო სივრცეში უნებართვოდ დრონის გაშვება შესაძლოა 100 ათას დოლარამდე ჯარიმით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობითა და დრონის კონფისკაციით დასრულდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები