დავით მათიკაშვილი – რუსეთ-საქართველოს ომის 18 წლისთავზე ანტვერპენის პრაიდში „თბილისი პრაიდის“ მონაწილეობაზე: ეს ხაზს უსვამს იმას, თუ რა კატეგორიის ადამიანები არსებობენ და რა ემოციური დამოკიდებულება აქვთ საკუთარი სამშობლოს მიმართ

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი „ქრონიკასთან“ „თბილისი პრაიდის“ წევრების 8 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის 18 წლისთავზე, ბელგიაში, ანტვერპენის პრაიდში მონაწილეობას გამოეხმაურა.

„საქართველოში ამ დღეს ვიხსენებთ იმ დიდ უბედურებას, რომელიც 2008 წლის 8 აგვისტოს მოხდა. როდესაც ამ ფაქტთან დაკავშირებით სხვა ქვეყანაში მიემგზავრები და რაღაც შაპიტოში იღებ მონაწილეობას, ეს ხაზს უსვამს იმას, თუ რა კატეგორიის ადამიანები არსებობს და რა ემოციური დამოკიდებულება აქვთ საკუთარი სამშობლოს მიმართ – რა პატრიოტები და ქვეყნის მოყვარეები არიან“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები