პროექტის „ლიდერობა თანამედროვე საჯარო სამსახურში” მონაწილეები უნგრეთში საქართველოს საელჩოს ეწვივნენ

პროექტის „ლიდერობა თანამედროვე საჯარო სამსახურში” მონაწილეები უნგრეთში საქართველოს საელჩოს ეწვივნენ. ინფორმაციას ჟვანიას სკოლა ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის „ლიდერობა თანამედროვე საჯარო სამსახურში” მონაწილეებს უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიკოლოზ ლალიაშვილმა უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში საჯარო მოხელეებმა საელჩოს ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და დიპლომატიური წარმომადგენლობის სტრუქტურას, ფუნქციებსა და ყოველდღიურ საქმიანობას გაეცნენ.
შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ასევე საქართველოს საელჩოს როლზე საქართველოსა და უნგრეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები