კულტურის სამინისტრო ოპერისა და ბალეტის თეატრში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება

ოპერისა და ბალეტის თეატრში მიმდინარე პროცესებს კულტურის სამინისტრო ეხმაურება. პირველი კომენტარი არსებულ ვითარებაზე დღეს მინისტრის მოადგილემ, მანანა ბერიკაშვილმა გააკეთა.
მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ საჭიროა გარკვეული პროცედურები. ბერიკაშვილის განცხადებით, ის საპროტესტო აქციების აუცილებლობას ვერ ხედავს.
ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, დავით კინწურაშვილის გადადგომის მოთხოვნით კი, დასის ნაწილი დღეს კულტურის სამინისტროსთან მორიგი აქციისთვის ემზადება.
დასი კულტურის სამინისტროს კინწურაშვილის ხელმძღვანელობისას არსებულ ფინანსურ დარღვევებზე მიუთითებს.
მათი განცხადებით, კინწურაშვილი საკუთარ უფლება-მოვალეობებს ვერ ასრულებს, რაც თავადვე დაადასტურა, როდესაც განაცხადა, რომ ვერ მართავდა თეატრში არსებულ ვითარებას.
სამხატვრო ხელმძღვანელის გადაყენების აუცილებლობაზე საუბრობს თამარ ივერი:
„ძალიან დიდი დარღვევები ჰქონდა თეატრს, უსაფუძვლოდ გამოწერილი სახელფასო დანამატები, პრემიები. ადგილი ჰქონდა სპონსორების მიერ გადაცემული პროდუქციის გაყიდვას მაყურებლებზე. მე აბსოლუტურად ჩამოცილებული ვიყავი ყოველგვარ ფინანსურ საქმიანობასო, ყველაფერს თეატრის დირექტორი წყვეტდაო. მან მშვენივრად იცოდა ყველაფერი და თუ ამბობს, რომ არაფრის აზრზე არ იყო, მაშინ თავის თავს განაჩენი თვითონ გამოუტანა,“-განაცხადა თამარ ივერმა.
დავით კინწურაშვილმა კი სოციალურ ქსელში გუშინ, ხელისუფლებას და უფლებადამცველ ორგანიზაციებს მიმართა:
„მივმართავ ქვეყნის ხელისუფლებას, საქართველოს სახალხო დამცველს, უფლებადამცველ ორგანიზაციებს და დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, საქართველოში უკვე დიდი ხანია, სახელგანთქმული მომღერალი თამარ ივერი სიძულვილის ენით საუბრობს. ახლა კი მისმა მოწოდებებმა კულმინაციას მიაღწია. ქალბატონი ივერი სისხლისღვრით იმუქრება და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არც ჰომოფობიისგან განკურნებულა!“
13819670_1354961727865765_1091196073_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები