მედიის ცნობით, საფრანგეთი ბალისტიკური რაკეტის ახალ მოდელზე მუშაობს

ფრანგული კომპანია ArianeGroup-ი M51 სტრატეგიული ბალისტიკური რაკეტის ახალ მოდელს შეიმუშავებს, რომელიც საფრანგეთის ბირთვული შემაკავებელი ძალების სამსახურში იქნება, – ამის შესახებ ტელეარხი BFMTV კომპანიასა და შეიარაღების გენერალურ დირექტორატზე დაყრდნობით იუწყება.

„M51 რაკეტა ახალ სიცოცხლეს შეიძენს. ჟურნალისტების ცნობით, შეიარაღების გენერალურმა დირექტორატმა (DGA) განაცხადა, რომ რაკეტების შემქმნელ ArianeGroup-თან რაკეტის მეოთხე მოდელის შემუშავებისა და წარმოების შესახებ კონტრაქტი (რომლის ოდენობაც უცნობია) გააფორმა“, – ნათქვამია სტატიაში.

ტელეარხის ცნობით, M51-ის ამჟამინდელი ვერსია აღჭურვილია ოთხი Triomphant კლასის ბირთვული წყალქვეშა ნავით, რომლებიც საფრანგეთის „ბირთვული შეკავების“ საფუძვლად ითვლება. როგორც გამოცემა წერს, თითოეულ წყალქვეშა ნავს ერთდროულად 16 ასეთი რაკეტის გადატანა შეუძლია.

ამასთან, ცნობილია, რომ M51 რაკეტის ახალი მოდიფიკაცია 50 ტონაზე მეტს იწონის და 12 მეტრის სიგრძის იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები