შსს ელენე ხოშტარიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შსს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ,,კვირა” უცვლელად გვთავაზობთ:

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ნივთის დაზიანების ბრალდებით 1979 წელს დაბადებული ელენე ხოშტარია დააკავეს.

გამოძიების მასალების მიხედვით ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერები დააზიანა.

გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები