მაკა ბოჭორიშვილი ავი დიჩტერს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ისრაელის სახელმწიფოს სოფლის მეურნეობისა და სასურსათო უსაფრთხოების მინისტრთან, ავი დიჩტერთან. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრისას, მხარეებმა ხაზი გაუსვეს ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის ისტორიულ  მეგობრობას, საქართველო-ისრაელის კარგ პარტნიორობას და დღეს არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს.

„მინისტრებმა დაადასტურეს თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა, განსაკუთრებით: ვაჭრობის, ეკონომიკის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში. ამ კონტექსტში, ყურადღება გამახვილდა სასურსათო უსაფრთხოების, როგორც თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი აქტუალურ გამოწვევაზე  და ამ კუთხით ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ხელშეწყობაზე.

საუბარი ასევე შეეხო ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს. ყურადღება გამახვილდა სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობაზე. აღინიშნა მდგრადი განვითარებისთვის მშვიდობის უზრუნველყოფის  და ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების არსებობის მნიშვნელობა.

მინისტრებმა ხაზი ასევე გაუსვეს დიპლომატიურ ძალისხმევას მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებისთვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები