“თუ მხოლოდ დასავლურ გაზეთებს კითხულობთ, მაშინ მიიღებთ ძალიან დაუბალანსებელ ხედვებს და იმას, რაც რეალურად არ შეესაბამება არსებულ სიტუაციას” – იან პრაუდი
“თუ მხოლოდ დასავლურ გაზეთებს კითხულობთ, მაშინ მიიღებთ ძალიან დაუბალანსებელ ხედვებს და იმას, რაც რეალურად არ შეესაბამება არსებულ სიტუაციას”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ ბრიტანელმა დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა – იან პრაუდმა ისაუბრა.
„მინდა, რომ ადამიანებს ჰქონდეთ წვდომა სხვადასხვა წყაროზე, რომელსაც ვერ მოიძიებთ მეინსტრიმულ მედიაში, რადგან ადამიანებს სჭირდებათ დაბალანსებული, რეალისტური ინფორმაცია, რათა მოახდინონ საკუთარი აზრის ფორმირება. ქართულ საზოგადოებას უწევს მსოფლიოზე ფიქრი იმ კონტექსტიდან, თუ როგორ შეიძლება საქართველო ყველაფერს მიუდგეს. სწორედ ამ მეთოდით დავეხმარები მათ ამის მიღწევაში“, – აღნიშნა იან პრაუდმა.