ირაკლი ტაბლიაშილი – „ჰექსოგენის” შემოტანის საქმეზე: თუ ეს ასეა, რას უშლი ხელს, გაატარე, მიჰყევი საზღვრამდე, გაიტანონ რუსეთში და ააფეთქონ

ტვ „ფორმულას“ ჟურნალისტი, ირაკლი ტაბლიაშვილი საქართველოში „ჰექსოგენის” შემოტანის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას ეხმიანება.

როგორც ტაბლიაშვილი ვიდეომიმართვაში ამბობს, თუ გავრცელებული ინფორმაცია ასეა და მივყვებით იმ ვერსიას, რომ საქართველოდან უნდა შეეტანათ ისეთი ნივთიერება, რომელიც „პაუწინა 2-ს“ მოაწყობდა, რატომ შეუშალეს ხელი.

„თუ ეს ასეა, რას უშლი ხელს, გაატარე, გაიტანონ, მიჰყევი საზღვრამდე და შეიტანონ რუსეთში და ააფეთქონ. კიდევ ერთი „პაუწინა“ მოაწყონ. ოღონდ, რასაკვირველია, ეს ასე არ არის, ეს შეთითხნილი ბრალდებაა, მაგრამ ერთ წამს რომ წავყვეთ მდინარაძი, კობახიძის, ხელისუფლების, „ქართული ოცნების“ თუ ბიძინა ივანიშვილი რუსის ვერსიას, რომ საქართველოდან უნდა შეეტანათ ისეთი ნივთიერება, რომელიც „პაუწინა 2-ს“ მოაწყობდა, შენ რა ხელი გაქვს ამასთან, შენ ვინ გეკითხება?“, – განაცხადა ტაბლიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები