სპორტული ფილმების საერთაშორისო ფესტივალ „ნიკეს“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

სპორტული ფილმების საერთაშორისო ფესტივალ „ნიკეს“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ქართულ სპორტულ კინოში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა:
კინორეჟისორი მიხეილ ჭიაურელი;
ქართული სპორტული კინომემკვიდრეობის დაცვისა და შენარჩუნებისათვის დაჯილდოვდა –  კინოოპერატორი, სტუდია „მემატიანეს” დირექტორი რევაზ მახათაძე;
ქართული სპორტის და სპორტული კინოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა  ცნობილი ქართველი ალპინისტი ბენო ქაშაკაშვილი.
საერთაშორისო ჟიური:
მარინა კერესელიძე – ჟიურის თავმჯდომარე. (ხელოვნებათმცოდნე, კინოს ისტორიკოსი და ჟურნალისტი, საქართველოს კინოაკადემიის წევრი);
ირაკლი პაპავა – ჟიურის თავმჯდომარის მოადგილე. (კინორეჟისორი, სცენარისტი, საქართველოს კინოაკადემიის წევრი);
არსენ არაკელიანი (კინორეჟისორი, დოცენტი, RAU-ს ტელესტუდიის ხელმძღვანელი, სომხეთის კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი);
მიხეილ ჭიაურელი (სცენარისტი, რეჟისორი, პროდიუსერი, საქართველოს კინოაკადემიის წევრი);
გიგა გვენცაძე (საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი).

ფესტივალის გამარჯვებულები:
საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი – „თეთრი ბალახი”. რეჟ: ლუკა ბაჩალიაშვილი;
ჟიურის სპეციალური დიპლომით დაჯილდოვდა – „სოხუმის ფეხბურთელი მერი”. რეჟ: ენემეო სიდიანი. სცენარი: ნანა ქარდავა.;
საუკეთესო დოკუმენტური ფილმი – „ბერნიდან – ბერლინამდე”. რეჟ. მანფრედ ოლდენბურგი;
საუკეთესო მხატვრული ფილმი – „კიდევ ერთი მოწონება”. რეჟ: კაროლი პალფაი;
ალექსანდრე ჟღენტის პრიზი – „ტოკიოს გიგანტი-ვიქტორ სტარფინის ისტორია“. რეჟ: ჩავდარ გეორგიევი;
ნანა მჭედლიძის პრიზი – „მედლის მეორე მხარე“. რეჟ: ანა მაქსიმი;
ჟიურის სპეციალური პრიზი – „სამშობლო – საქართველო, ჭიდაობა – ქართული“;
ავტორი და პროდიუსერი: გიორგი შიუკაშვილი;
გრანპრი – „ბეკენბაუერი, უკანასკნელი კაიზერი“. რეჟ: ტორსტენ კიორნერი.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ დააჯილდოვა, ფილმის „სოხუმის ფეხბურთელი მერი“, რეჟისორი ენემეო სიდიანი.
საქართველოს კინოაკადემიის მიერ დაწესებული პრიზი გადაეცა ფილმს „ბერნიდან-ბერლინამდე“ (რეჟ: მანფრედ ოლდენბურგი).

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები