ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში  „ლამბალო და ყაშას“ პრემიერა გაიმართება

19, 20, 28 სექტემბერს, 19:00 საათზე, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში
„ლამბალო და ყაშას“ პრემიერაა.
რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი.
„მიხეილ ჯავახიშვილის ყველაზე სკანდალური ნაწარმოების ინსცენირება მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე.
სიკეთისა და ბოროტების სახით ერთმანეთს უპირისპირდებიან ახალგაზრდა მუსლიმი მაშადი ჰასანი (მეტსახელად ლამბალო) და გაიძვერა და ფლიდი ასურელი მართლმადიდებელი ყაშა ლაზარე“, – წერია თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები