სამტრედიაში აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება

ნოღაში უკვე დაწყებულია გზის დაგების სამუშაოები, რაც ადგილობრივ მოსახლეობას უფრო კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილების საშუალებას მისცემს. ამის შესახებ ინფორმაციას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაოებს ადგილზე გაეცნო სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად.

„მისი განცხადებით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც ინტენსიურად გაგრძელდება.

ბოლო წლებში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით 160 კილომეტრამდე გზა დაიგო“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები