სასაზღვრო პოლიციის უფროსი – პოლკოვნიკი დავით თამაზაშვილი ,,ნატო-საქართველოს“ არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილეს – I რანგის კაპიტან კობაკ მერიჩს შეხვდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი – პოლკოვნიკი დავით თამაზაშვილი ,,ნატო-საქართველოს“ არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილეს – I რანგის კაპიტანს, კობაკ მერიჩს შეხვდა.
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ცნობით, შეხვედრისას ხაზი გაესვა თურქული მხარის მხარდაჭერასა და ჩართულობას, ,,ნატო-საქართველოს” არსებითი პაკეტის საზღვაო უსაფრთხოების ინიციატივის ფარგლებში, განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების პროცესში.
“დავით თამაზაშვილმა კობაკ მერიჩს სასაზღვრო პოლიციის მიმდინარე პროექტები გააცნო.
შეხვედრაზე მხარეებმა, ასევე, განიხილეს და დადებითად შეაფასეს საზღვაო უსაფრთხოების სფეროში საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.
შეხვედრას სასაზღვრო პოლიციის მოადგილეები – პოლკოვნიკი დავით ბიწკნაშვილი და პოლკოვნიკი გივი გორდაძე, ასევე, სასაზღვრო პოლიციის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი – I რანგის კაპიტანი რამაზ პაპიძე და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) უზრუნველყოფის განყოფილების წარმომადგენელი – ვიცე-პოლკოვნიკი – გიორგი პატარკაციშვილი ესწრებოდნენ”, – წერია ინფორმაციაში.