ტუსკი: სახელმწიფო დაცვის სამსახურმა გაანეიტრალა დრონი, რომელიც სამთავრობო შენობების თავზე მოქმედებდა, დაკავებულია ბელარუსის ორი მოქალაქე
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, პოლონეთის სახელმწიფო დაცვის სამსახურმა სამთავრობო შენობების თავზე მფრინავი დრონი გაანეიტრალა.
მისი თქმით, დაკავებულია ბელარუსის ორი მოქალაქე.
„ცოტა ხნის წინ სახელმწიფო დაცვის სამსახურმა გაანეიტრალა დრონი, რომელიც სამთავრობო შენობებისა (პარკოვის ქუჩა) და ბელვედერის თავზე მოქმედებდა. დაკავებულია ბელარუსის ორი მოქალაქე. პოლიცია ინციდენტთან დაკავშირებულ გარემოებებს იძიებს“, – წერს ტუსკი X-ზე.