ოზურგეთის მერიის მხარდაჭერით, დაბა ნასაკირალის ცენტრში კულინარიული ფესტივალი გაიმართა

ოზურგეთის მერიის მხარდაჭერით, დაბა ნასაკირალის ცენტრში კულინარიული ფესტივალი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო გურული, აჭარული, მესხური ტრადიციული კერძების გამოფენა და დეგუსტაცია.

„ფესტივალს, ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და ბიზნესმენი მიხეილ ართმელაძე დაესწრნენ.

დღის განმავლობაში, მიმდინარეობდა ფრენბურთისა და ფეხბურთის თამაშები, ასევე, საბავშვო პროგრამა, რომელშიც თოჯინების თეატრის ნომერი იყო წარმოდგენილი.

კულინარიული ფესტივალი ქალთა კამერული გუნდი „რეხეულის“, საესტრადო სტუდია „კიდო-ბანის“, საესტრადო სტუდია „არტ-ჯუნიორის“, ტრიო „მაბასათას“, ხალხურ საკრავთა ანსამბლ „მარულას“, გაბრიელ, დემეტრე და ანდრია ჩხაიძეების, ქორეოგრაფიული აკადემიურ ანსამბლ „ზენაარის“ და დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლასთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლ „იმედის“ კონცერტით დასრულდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები