იოჰანეს ჰანი „რუსთავი 2“-ზე: გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს

საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გადაწყვეტილება აღნიშნულ საქმეზე სასამართლომ უნდა მიიღოს.
როგორც ჰანიმ აღნიშნა, წინ საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში უნდა ჩატარდეს.
„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, „რუსთავი 2“ -ის საქმე სასამართლოში განიხილება და სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. წინაა საპარლამენტო არჩევნები და მნიშვნელოვანია, ის ჩატარდეს სამართლიანად და გამჭვირვალედ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. თავისუფალი მედიის და გამოხატვის თავისუფლების დაცვის ჩათვლით. სწორედ ამ კუთხით დავაკვირდებით ყველაფერს“, – განაცხადა იოჰანეს ჰანიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები