IAEA-ს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ირანში ურანის მთავარი ქარხანა განადგურებულია
ქარხანა, სადაც ირანი 60%-მდე გამდიდრებულ ურანს აწარმოებდა, განადგურებულია, – ამის შესახებ საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა, რაფაელ გროსმა განაცხადა.
მისი თქმით, ნათანზში მდებარე მიწისქვეშა სექციებზე თავდასხმის კვალი არ იკვეთება, თუმცა ელექტროენერგიის წყაროებზე თავდასხმამ შესაძლოა, ცენტრიფუგები დააზიანოს.
„ნათანზში, ბირთვულ ობიექტებში რადიოლოგიური და ქიმიური დაბინძურება გამოვლინდა“, – თქვა IAEA-ს ხელმძღვანელმა.