ლევან მახაშვილი: რამდენი თვეა ვაკვირდებით უცხოეთიდან ზიზღის ენის კამპანიას, მის დაფინანსებასა და მხარდაჭერას – ჩვენ სხვა გზა არ დაგვრჩენია, გარდა შესაბამისი რეაგირებისა

რამდენი თვეა ვაკვირდებით უცხოეთიდან ზიზღის ენის კამპანიას, მის დაფინანსებასა და მხარდაჭერას. ჩვენ სხვა გზა არ დაგვრჩენია, გარდა შესაბამისი რეაგირებისა, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

„აქ ჯანსაღ კრიტიკაზე კი არ არის საუბარი, აქ საუბარია პირდაპირ ლანძღვა-გინება, წყევლა და ის ზიზღის ენა, რაც ჩვენ გვესმის პოლიტიკოსების, ვაი ჟურნალისტების და სხვათა მხრიდან, როდესაც ასეთი მასშტაბური იქნება ასეთი ზიზღის კამპანია, ჩვენ იძულებულები ვართ ვუპასუხოთ და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოვახდინოთ“, – აღნიშნა მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები