ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ისრაელის თავდასხმის ფონზე, ირანის მხრიდან თავშეკავებისკენ მოწოდებები გაუმართლებელია
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ისრაელის თავდასხმაზე თავშეკავებისკენ გაკეთებულ მოწოდებებს „გაუმართლებელი“ უწოდა.
ირანის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შესაბამისი განცხადება თავის ბრიტანელ კოლეგასთან, დევიდ ლამისთან სატელეფონო საუბრისას გააკეთა.
„ისრაელის თავდასხმის ფონზე, ირანის მხრიდან თავშეკავებისკენ მოწოდებები გაუმართლებელია“, – თქვა აბას არაღჩიმ.