მაკრონი: ირანს მძიმე პასუხისმგებლობა ეკისრება ახლო აღმოსავლეთის დესტაბილიზაციისთვის

BRUSSELS, BELGIUM - OCTOBER 17: President of the French Republic Emmanuel Macron attends a press conference during the European Council Summit on October 17, 2024 in Brussels, Belgium. EU leaders are meeting in Brussels during the European Council, October 17-18. Members are expected to discuss the ongoing conflicts in Ukraine and the Middle East, as well as the topics of competitiveness, migration, and foreign affairs. (Photo by Pier Marco Tacca/Getty Images)

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ირანს მძიმე პასუხისმგებლობა ეკისრება ახლო აღმოსავლეთის დესტაბილიზაციისთვის.

„ირანს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება რეგიონში დესტაბილიზაციისთვის. ირანი აგრძელებს ურანის გამდიდრებას ყოველგვარი სამოქალაქო გამართლების გარეშე და იმ დონემდე, რაც ძალიან ახლოს არის ბირთვული მოწყობილობისთვის საჭირო დონესთან“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მაკრონმა აღიარა, რომ დიპლომატიური ძალისხმევის განახლება, კონკრეტულად კი აშშ-ის მოლაპარაკებები ირანთან ბირთვულ შეთანხმებაზე, რომელიც ორი თვის წინ დაიწყო, რთული იქნება.

„ამჟამინდელ სიტუაციას აქვს უკონტროლო ესკალაციის რისკი“, – თქვა მან და დასძინა, რომ ირანის საქმიანობა საფრთხეს უქმნის ევროპას.

გლობალურ ეკონომიკაზე შესაძლო ზემოქმედების შესახებ საუბრისას, მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი დაიცავს ისრაელს, თუ მას ირანი თავს დაესხმება, როგორც ეს წარსულში მოხდა, თუმცა მან გამორიცხა თეირანის წინააღმდეგ რაიმე ოპერაციაში მონაწილეობა.

მაკრონის თქმით, საფრანგეთის მხარდაჭერა ისრაელის მიმართ უპირობო არ იყო და რომ პარიზს უფლება აქვს არ დაეთანხმოს ისრაელის მთავრობის ზოგიერთ გადაწყვეტილებას, რადგან „ისინი ზოგჯერ ისრაელის უსაფრთხოების ინტერესებს ეწინააღმდეგება“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები