ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანელებს ქვეყნის მთავრობის წინააღმდეგ აჯანყებისკენ მოუწოდა.
„დადგა დრო, რომ გაერთიანდეთ თქვენი დროშისა და ისტორიული მემკვიდრეობის გარშემო, დაიცვათ თქვენი თავისუფლება ბოროტი და მჩაგვრელი რეჟიმისგან. ის არასდროს ყოფილა ასეთი სუსტი.
მე თქვენთან ვარ. ისრაელის ხალხი თქვენთანაა“, – განაცხადა მან თავის მიმართვაში.