ისრაელის თავდაცვის ძალები უარყოფენ ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციას, რომ თეირანმა ისრაელის ორი გამანადგურებელი ჩამოაგდო
ისრაელის თავდაცვის ძალები უარყოფენ ირანის სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოაგდეს ისრაელის ორი გამანადგურებელი და პილოტი დაატყვევეს.
„ყალბი ირანული მედია. ირანული მედიის მიერ გავრცელებული ეს ამბავი სიცრუეა“, – აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალების არაბულენოვანი წარმომადგენელი, პოლკოვნიკი ავიჩაი ადრაი.
ცნობისთვის, მანამდე ირანული მედია წერდა, რომ ირანის შეიარაღებულმა ძალებმა ისრაელის ერთი ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდეს, პილოტი კი დაკავებულია.