საფრანგეთში, უკრაინელი ბავშვებით სავსე ავტობუსი ავარიაში მოყვა, არიან დაღუპულები

საფრანგეთში, ქალაქ ლე-მანთან სამგზავრო ავტობუსი, რომელსაც უკრაინელები გადაჰყავდა ავარიაში მოყვა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაიღუპა 4 პირი, დაშავდა სულ მცირე 30 ადამიანი, მათგან 11 მძიმე მდგომარეობაშია.

წინასწარი ინფორმაციით, სამგზავრო ავტობუსს უკრაინის მოქალაქეები, მათ შორის ბავშვების ჯგუფი გადაჰყავდა.

მედიის ცნობით, ავტომაგისტრალზე მოძრაობა შეჩერებულია და ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ.

ადგილზე იმყფებიან საელჩოს წარმომადგენლები და უკრაინის ელჩი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები