ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელმა ნათანზის ბირთვული ობიექტი გაანადგურა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელმა ნათანზის ბირთვული ობიექტი გაანადგურა.

„ირანი საპასუხო დარტყმას განახორციელებს. ეს მოხდება. მე ველოდები ჩვენზე თავდასხმას. ეს შეიძლება იყოს ძალიან მძიმე თავდასხმები, ტალღებად“, – აღნიშნა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.

ნეთანიაჰუ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ეიფორიაში არ ჩავარდნენ და ხელისუფლების ინსტრუქციებს მოუსმინონ.

ამასთან, მან ისრაელის საჰაერო ძალების თავდაპირველ დარტყმებს ძალიან წარმატებული უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები