ყველაფერი რაც უნდა ვიცოდეთ კბილების გათეთრების შესახებ
ლამაზი, თეთრი ღიმილი ყოველთვის იქცევს ყურადღებას და ადამიანებს თავდაჯერებულობას მატებს. თუმცა, დროთა განმავლობაში, სხვადასხვა ფაქტორების გამო (კვება, მოწევა, ასაკი), კბილებმა შეიძლება დაკარგოს ბუნებრივი თეთრი ფერი. თუ თქვენც გაწუხებთ კბილების ფერის ცვლილება და გსურთ დაიბრუნოთ ადრინდელი ღიმილი, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა. აქ გაეცნობით, თუ რა არის კბილების გათეთრება, რა მეთოდები არსებობს, რატომ უნდა აირჩიოთ „ბლიც დენტალი – კახაბერ ხარებავას კლინიკა“ და რა გავლენას ახდენს კბილის გათეთრების ფასი პროცედურის ხარისხზე.
რატომ არის კბილების გათეთრება მოთხოვნადი პროცედურა?
კბილების გათეთრება თანამედროვე ესთეტიკური სტომატოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროცედურაა. ის საშუალებას აძლევს ადამიანებს, რომლებსაც გაყვითლებული ან შეცვლილი ფერის კბილები აქვთ, დაიბრუნონ თეთრი და სრულყოფილი ღიმილი. ეს პროცედურა არა მხოლოდ ესთეტიკურ პრობლემას აგვარებს, არამედ მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ადამიანის თავდაჯერებულობასა და სოციალურ ინტერაქციას.
„ბლიც დენტალი – კახაბერ ხარებავას კლინიკაში“ კბილების გათეთრება ხდება გერმანული ბრენდის White Smile-ის Flash სისტემით. ეს არის უახლესი ტექნოლოგია, რომელიც უზრუნველყოფს სწრაფ, უსაფრთხო და ეფექტურ შედეგს. Flash აპარატის უპირატესობები მრავალფეროვანია:
უნიკალური პოზიციონირება: Flash ნათურის უნიკალური პოზიციონირება მარტივი განთავსების საშუალებას იძლევა.
მართული მკურნალობა: აპარატი მართვადია მხოლოდ Flash card-ის საშუალებით, რომელიც ააქტიურებს მხოლოდ White Smile-ის გელს, რაც უზრუნველყოფს პროცედურის სიზუსტეს.
მარტივი დაბლოკვის სისტემა: ზრდის უსაფრთხოებას.
ცალკეული კბილების გათეთრების პროგრამა: იძლევა ინდივიდუალური მიდგომის შესაძლებლობას.
სპეციალური პარამეტრები მგრძნობიარე კბილებისთვის: უზრუნველყოფს კომფორტს მგრძნობიარე ღრძილების მქონე პაციენტებისთვის.
შუქის წყაროს ოპტიმალური განთავსება: პაციენტის მაქსიმალური კომფორტისთვის.
სწრაფი შედეგი: შესამჩნევი ეფექტი ერთ ვიზიტში.
უსაფრთხოება: პროცედურა უსაფრთხოა კბილის მინანქრისთვის.
მგრძნობელობის კონტროლი: ღრძილის და კბილის ქსოვილების მგრძნობელობა კონტროლირებადია დესენსიტაიზერის გამოყენებით.
კბილების გათეთრების სახეობები
„ბლიც დენტალი – კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკა“ გთავაზობთ კბილების გათეთრების ორ ძირითად სახეობას:
სახლის სისტემა (ინდივიდუალური კაპებით გათეთრება):
ინდივიდუალური კაპებით გათეთრების მეთოდის გამოყენების შემთხვევაში ხორციელდება ანაბეჭდის აღება ორივე ყბაზე (ან ერთზე), რის შემდეგაც, ლაბორატორიაში მზადდება ინდივიდუალური კაპები. ის სპეციალურ მათეთრებელ გელთან ერთად გადაეცემა პაციენტს, რომელიც სპეციფიკური რეჟიმით უნდა გამოიყენოს. გათეთრების აღნიშნული მეთოდი ოფისის გათეთრებასთან შედარებით მეტ დროს მოითხოვს, რადგან გარკვეულ შედეგს 3-4 დღის შემდეგ ვიღებთ, ხოლო მთლიანი კურსი 21 დღეს მოიცავს.
ოფისის სისტემა (სხივური გათეთრება):
აღნიშნული სისტემით სასურველი შედეგის მიღება პაციენტის ერთ ვიზიტშია შესაძლებელი. ამისთვის გამოიყენება ულტრათანამედროვე ბრენდული აპარატი პოზიციის ინოვაციური სისტემით, სენსორული ფერადი ეკრანით და კლავიატურით. კბილების მდგომარეობა გათეთრების პროცედურამდე და შემდგომ პროგრამულად ფასდება. სხივური გათეთრების დროს ღრძილები იზოლირდება სხივგამყარებადი გელის საშუალებით, კბილებზე თავსდება გამათეთრებელი მასალა (გელი) და ხდება სხივის ნაკადის პოზიციონირება, რომელიც იწვევს გელის გააქტიურებას, შლის პიგმენტს და 30 წუთში რამდენიმე ტონით ათეთრებს. პროცედურის დასრულების შემდეგ მგრძნობელობის შესამცირებლად კბილები იფარება ფტორ შემცველი გელით და შედეგის შესანარჩუნებლად ინიშნება 14-დღიანი თეთრი დიეტა. მიღებული შედეგის უფრო ხანგრძლივი დროით შენარჩუნების მიზნით, ასევე რეკომენდებულია ინდივიდუალური კაპების გამოყენება კვირაში 2-3-ჯერ.
გათეთრების მექანიზმი
ორივე სისტემის შემთხვევაში მოქმედებს მაღალპროცენტიანი წყალბადი, რომლის დაშლის შედეგად გამოიყოფა აქტიური მოლეკულური ჟანგბადი. სწორედ ის აღწევს ქსოვილებში და ამგვარად ხორციელდება პიგმენტის გამოდევნა და შესაბამისად, გათეთრება. ამ ორი ტიპის გათეთრების განმასხვავებელი ნიშნებია გელის სხვადასხვა კონცენტრაცია და მოქმედების ხანგრძლივობა.
კბილის გათეთრების ფასი დამოკიდებულია არჩეულ მეთოდსა და ინდივიდუალურ საჭიროებებზე. „ბლიც დენტალი – კახაბერ ხარებავას კლინიკაში“ სპეციალისტები დეტალურად გაგაცნობენ ყველა შესაძლო ვარიანტს და დაგეხმარებიან თქვენთვის საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებაში.
თუ ოცნებობთ ბრწყინვალე ღიმილზე, ესტუმრეთ „ბლიც დენტალი – კახაბერ ხარებავას კლინიკას“, პროფესიონალთა გუნდი მზადაა შეგირჩიოთ საუკეთესო მეთოდი თქვენი სრულყოფილი ღიმილისთვის.
გსურთ გაიგოთ მეტი ან დაჯავშნოთ ვიზიტი? ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: კბილების გათეთრება
R