დავით მათიკაშვილი: როდესაც თავს უფლებას აძლევ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ბინძური სიტყვებით, შეურაცხყოფა მიაყენო პოლიტიკოსებს, მისი საქმიანობიდან გამომდინარე, ეს უნდა იყოს პასუხგაცემული

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, საჯარო სივრცეში პოლიტიკური ნიშნით შეურაცხყოფის ფაქტები პასუხგაუცემელი არ უნდა დარჩეს.

„როდესაც თავს უფლებას აძლევ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ბინძური სიტყვებით, შეურაცხყოფა მიაყენო პოლიტიკოსებს, მისი საქმიანობიდან გამომდინარე საჯარო სივრცეში გაავრცელო ისეთი ინფორმაცია, რომელიც არის შეურაცხმყოფელი, მიუხტე მცირეწლოვანი ბავშვებით მყოფ საქართველოს პარლამენტის დეპუტატს, ყველაფერი გააკეთო იმისთვის, რომ ის გამოიყვანო წყობიდან და ნეგატიურ ჭრილში წარმოაჩინო ის, მისი მხრიდან დაწყებული შეურაცხყოფით, ბუნებრივია, რომ ეს უნდა იყოს პასუხგაცემული“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები