CNN: აშშ ისრაელს ირანული რაკეტების განეიტრალებაში დაეხმარა

აშშ ისრაელს პარასკევს საღამოს ირანული რაკეტების განეიტრალებაში დაეხმარა, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ორ ისრაელურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ერთ-ერთი წყაროს თქმით, რეგიონის სხვა ქვეყნებმაც მხარი დაუჭირეს ისრაელის საჰაერო თავდაცვას ისევე, როგორც ეს მათ ისრაელზე ირანის წინა თავდასხმების დროს გააკეთეს.

2024 წლის აპრილში ირანმა ისრაელის მიმართულებით 300-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის საჰაერო საშუალება გაუშვა, მათ შორის დაახლოებით 170 დრონი და 120-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა.

ისრაელის სამხედრო ძალების განცხადებით, ამათგან 99% ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა და მისმა პარტნიორებმა გაანეიტრალეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები