ვინ არის ერთადერთი მგზავრი, რომელიც ინდოეთში მომხდარ ავიაკატასტროფას გადაურჩა

ინდოეთში მომხდარ ავიაკატასტროფას ერთი მგზავრი გადაურჩა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გადარჩენილი მგზავრი ბრიტანეთის მოქალაქე ვიშვაშ კუმარ რამეშია, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.

გავრცელებული ინფორმაციით, ის ინდოეთში ოჯახის მოსანახულებლად იმყოფებოდა და დიდ ბრიტანეთში ბრუნდებოდა.

„აფრენიდან ოცდაათი წამის შემდეგ ძლიერი ხმა გაისმა და შემდეგ თვითმფრინავი ჩამოვარდა. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა“, – განაცხადა რამეშმა მედიასთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანია Air India-ს თვითმფრინავი Boeing 787-8 დღეს ინდოეთის ქალაქ აჰმადაბადის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ მალევე ჩამოვარდა. თვითმფრინავის ბორტზე, სულ 242 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 230 მგზავრი და ეკიპაჟის 12 წევრი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები