ბათუმში მე-13 საერთაშორისო კონფერენცია –„საქართველოს ევროპული გზა“ გაიხსნა

ბათუმში მე-13 საერთაშორისო კონფერენცია –„საქართველოს ევროპული გზა“ გაიხსნა. კონფერენცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ და გლობსეკის პოლიტიკის ინსტიტუტის თავმჯდომარემ რატისლავ კაჩერმა გახსნეს.
ბათუმში იმყოფება ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი, რომელიც ორმხრივ შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, საქართველოს პრეზიდენტთან და სხვა მაღალი რანგის პოლიტიკოსებთან. კონფერენციაზე განიხილება ევროკავშირი–საქართველოს ურთიერთობები, ევროკავშირის საბჭოში სლოვაკეთის საპრეზიდენტო პერიოდის ძირითადი პრიორიტეტები, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება და ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარების როლი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები