პრეზიდენტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრაქციების თავმჯდომარეებს დახურულ კარს მიღმა ხვდება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით, აჭარის უმაღლეს საბჭოში კონსულტაცია უმაღლესი საბჭოს ფრაქციის “თანასწორობა” წარმომადგენლებთან ასმათ დიასამიძესა და მედეა ვასაძესთან გამართა. შეხვედრაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ზურა პატარაძის კანდიდატურის წარდგენის საკითხი განიხილება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით, აჭარის უმაღლეს საბჭოში კონსულტაციებს განაგრძობს.
გიორგი მარგველაშვილი უმაღლესი საბჭოს ფრაქციის “დემოკრატიული აჭარა” თავმჯდომარეს სულხან ღლონტსა და ფრაქციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის პოსტზე ზურა პატარაძის კანდიდატურის წარდგენის საკითხი განიხილება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები