“ცოტა ხნის წინ, მასობრივი ხასიათი ჰქონდა სისტემურ დანაშაულს, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, დღეს სრულიად სხვა ვითარება გვაქვს”

ჩვენ გვაქვს უპრეცედენტოდ პლურალისტული მედია და პოლიტიკური გარემო. ხელისუფლების მთავარი დამსახურება სწორედ ესაა, – აღნიშნული განცხადება ”ქართული ოცნების” საარჩევნო სიის წევრმა, თამარ ჩუგოშვილმა გადაცემა 2030-ში გააკეთა. 
“ცოტა ხნის წინ, მასობრივი ხასიათი ჰქონდა სისტემურ დანაშაულს, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, საკუთრების უფლების, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, მედიასაშუალებების პროპაგანდის საშუალებად გადაქცევას და ა.შ. ამ კუთხით, დღეს სრულიად სხვა ვითარება გვაქვს და შეიძლება ითქვას, სულ სხვა ქვეყანაში ვცხოვრობთ. დღეს, დემოკრატიული სტანდარტი მაღლა მიდის, ჩვენ გვაქვს უპრეცედენტოდ პლურალისტული მედია და პოლიტიკური გარემო. ხელისუფლების მთავარი დამსახურება სწორედ ესაა”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები