“პირველად 30 წლის განმავლობაში, ქართულ პოლიტიკაში მმართველ პარტიას დააკომპლექტებს კომპეტენტური, წესიერი და განათლებული ხალხი”

“სოციალ-დემოკრატიული” პარტიის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი ბათუ კოპალიანი “ქართული ოცნების” ახალი სახეების წარდგენას ეხმაურება.
“პირველად 30 წლის განმავლობაში, ქართულ პოლიტიკაში მმართველ პარტიას დააკომპლექტებს კომპეტენტური, წესიერი და განათლებული ხალხი. ნაცვლად საკუთარი ბიზნესის პროტექციისა, ან მშვიდი სიბერის მოწყობისა, ეს ხალხი გააკეთებს საქმეს. ამ ხალხის მიერ ფორმირებულ პარლამენტში დისკუსიები გაიმართება იდეოლოგიურ ჭრილში, საქმის არსიდან გამომდინარე და პოლიტიკა დაიცლება ყველა არასასურველი მინარევებისგან.
ნაცვლად ინტრიგებზე, ურთიერთბრალდებებზე და სკანდალებზე აგებული პოლიტიკისა, ჩვენ მივიღებთ ახალ სადისკუსიო სივრცეს, სადაც გადამწყვეტი ელემენტი იქნება ცოდნა და კვალიფიკაცია.
“ოცნებამ” სხვა პარტიებს მაღალი თამასა შესთავაზა, რომლის დამძლევი დღეს არცერთი სხვა პოლიტიკური სუბიექტი არაა” , – განაცხადა კოპალიანმა.
“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ განახლებული გუნდის შემადგენლობაში თამარ ჩუგოშვილი, გიორგი გახარია, ირაკლი კობახიძე, აკაკი ზოიძე, არჩილ თალაკვაძე, თამარ ხულორდავა, ირინა ფრუიძე, კახა კუჭავა, მამუკა მდინარაძე, მარიამ ჯაში, ნინო გოგუაძე, რომან კაკულია, სოფო კილაძე, სოფო  ქაცარავა და სოფო ჯაფარიძე არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები